საქართველოს პრემიერ მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
10-10-2017, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალი რაბიეის შეხვდა, რომელიც თბილისში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში იმყოფება.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში.

 


პრემიერ მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

 


პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

 


მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ირანს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობა, რომლის მეექვსე სხდომა ხვალ თბილისში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი