მკურნალი ალან ჩუმაკი მოსკოვში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა დაწერა.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, გორდონმა მისი მეგობრის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ ჩუმაკი „გამოჩენილი მკურნალი, მწერალი და ფილოსოფოსი“ იყო.
„ჩვენ 27 წელი ვმეგობრობდით. მე იგი ძალიან მომენატრება“, დაწერა მან.
ალან ჩუმაკი ცნობილი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში გახდა. იგი სატელევიზიო სეანსებს ატარებდა, რომლის დროსაც, საკუთარი ენერგიით, „მუხტავდა“ წყალს, მალამოებს და სხვა ნივთიერებებს. მთელი პროცესის განმავლობაში ჩუმაკი არც ერთ სიტყვას არ წარმოთქვამდა და მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა, წერს რუსული სააგენტო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.