„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე სოფლების, ნაქურდევის, ხევაშენის, ბენარას, შოლავერისა და უნწის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა მღებრიშვილი წარუდგინა.
ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, განაცხადა მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.