პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდების დასაქმების საკითხს მიაქცევს, რათა ქალაქში დარჩენა მათთვის მიმზიდველი და პერსპექტიული გახდეს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ახალგაზრდებს. ხელს შევუწყობ, რომ ადგილზე დარჩნენ და საქმიანობა ბაღდათში გააგრძელონ. მინდა, რომ მათთვის აქ ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობა და სხვადასხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი“,განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.
არჩილ გოგსაძემ გამარჯვების შემთხვევაში, ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობრივი მუშაობა შესთავაზა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.