„ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატმა დუისის მოსახლეობას განუცხადა, რომ სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს
10-10-2017, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კანდიდატს სოფლის მასშტაბით არსებული პრობლემები გააცნეს. მათი მხრიდან დასმული საკითხები ძირითადად, ინფრასტრუქტურული ხასიათისაა და სანიაღვრე არხების, გარე განათების მოწესრიგებასა და სპორტული მოედნის მშენებლობას ეხება.

 


სოსო ქარუმაშვილი ადგილობრივებს ხელისუფლებისა და სოფლის მცხოვრებლების თანამშრომლობის ფორმებსა და პრინციპებზე ესაუბრა. მისივე თქმით, პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

 


„ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოწესრიგება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც გვაწუხებს. რეგიონებისა და სოფლების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ახმეტას მრავალმხრივი განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სოფლებს აღარ ჰქონდეს სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და წინსვლის მეტი წინაპირობა შეგიქმნათ. მთავარია, მთელ ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა, რომ სწორად გავაანალიზოთ პროცესები და დავიცვათ თქვენი ინტერესები“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი