პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა ამჯერად, სოფლების - ვანის, ხაბელაშვილების, ტაკიძეებისა და ხიჭაურის ამომრჩეველს გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს. თქვენი თანამონაწილეობით დავგეგმავთ პროექტებს, რომლებიც თქვენს ინტერესებზე იქნება მორგებული. ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანა იქნება. შუახევში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულ პროექტებს კი, დარწმუნებული ვარ, ერთად დავამთავრებთ. გავითვალისწინებთ ყველა პრობლემას, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებსა და მოსახლეობას აწუხებს“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.