ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოკვლისა და აშშ-სამხრეთ კორეის ომის გეგმაა მოპარული ფხენიანის კიბერთავდასხმის შედეგად
10-10-2017, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა სამხრეთ კორეიდან სამხედრო დოკუმენტების დიდი ნაწილი, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოკვლის გეგმა მოიპარეს.

 


სამხრეთ კორეელმა კანონმდებელმა, რიი ცეო ჰიმ განაცხადა, რომ ინფორმაცია მისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან აქვს.

 


დოკუმენტები ასევე შეიცავს ცნობებს მოკავშირეების მთავარ სამხედრო მეთაურებზე.

 


გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 


როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ცნობით, მოპარულია სამხრეთ კორეის სპეციალური ძალების, ქარხნების და სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციები.

 

 

რიიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 235 გიგაბაიტი სამხედრო დოკუმენტებია მოპარული და მათგან 80%-ის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მოსახდენია.

 


ჰაკერული თავდასხმა გასული წლის სექტემბერში განხორციელდა. მაისში, სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ დიდი რაოდენობის მონაცემებია მოპარული და შესაძლოა ჩრდილოეთ კორეამ წააქეზა კიბერთავდასხმა, მაგრამ არ გაუმჟღავნებია დეტალები, თუ რა იყო წაღებული.

 

 

სამხრეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო „Yonhap“-ის ცნობით, სეული მისი კომუნისტური მეზობლის მხრიდან კიბერ თავდასხმებით დაბომბვის ობიექტი იყო ბოლო წლებში და ფხენიანის სამიზნე სამთავრობო ვებგვერდები იყო.

 

 

როგორც მიიჩნევენ, იზოლირებულ კომუნისტურ სახელმწიფოს სპეციალურად გაწვრთნილი ჰაკერები საზღვარგარეთ, მათ შორის ჩინეთში ჰყავს.  

 

 

ჩრდილოეთ კორეამ ბრალი დასდო სეულს ბრალდებების „ფაბრიკაციაში“.  

 

 

როგორც BBC წერს, ახალი ამბის გავრცელება, რომ ფხენიანს სავარაუდოდ სეულისა და ვაშინგტონის ომის გეგმების შესახებ დოკუმენტაციაზე მიუწვდა ხელი, არავითარ გავლენას არ მოახდენს შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული დაძაბულობის ჩაცხრობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი