„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „თბილისს არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რომ სამუშაო დღეს საკრებულოს შენობა დაეკეტოთ".
ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს, დაძაბულობა იყო. პარტიის წევრები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ადგილზე მყოფი სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
„არავის არ აძლევენ საშუალებას რომ შიგნით მოხვდეს. ასე სურს ამ ხელისუფლებას რომ აჩუქოს ბიძინა ივანიშვილს თბილისის ისტორიული ნაწილი. აქ რა ხდება ახლა რეალურად - ჩვენ ვდგევართ და ვატარებთ აქციას, ჩვენი ხმის გაგონებაც კი აშინებთ და ცდილობენ, რომ რაც შეიძლება შორს გაგვწიონ საკრებულოს შენობისგან და სამართალდამცავები გვაწვებიან, რომ რაც შეიძლება შორი დისტანცია გვეჭიროს. მაგრამ არ გამოვა, ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, აქციის დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბესო გაზდელიანი და კოტე იოსელიანი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.