სასტუმრო "საქართველოს" ერთ-ერთ ნომერში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, გარდაცვლილმა ნომერი 2 დღის წინათ იქირავა და მას შემდეგ ნომრიდან არ გამოსულა, ამიტომ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ოთახი შეემოწმებინა, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
სასტუმროს შენობაში ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან.
http://pia.ge/show_news.php?id=3120&lang=geo
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.