პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, რადგან ეს მის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ამის თაობაზე რამაზ საყვარელიძემ გაზეთ ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საყვარელიძეს მიაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობაც დღევანდელ სტატუსს დაკარგავს.
,,ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის ვერსია, თითქოს ,,ოცნება“ ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, რაც მეეჭვება, იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნები, არა მგონია, უმრავლესობის ან წამყვანი უმცირესობის ინტერესში შედიოდეს. ვადამდელი არჩევნების შედეგად თითოეული მათგანი ალბათ იმ სტატუს დაკარგავს, რაც ახლა აქვს“,- აცხადებს საყვარელიძე.
პოლიტოლოგმა პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლაც შეაფასა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლით საზოგადოებაში ,,ქართული ოცნების“ იმიჯი უფრო შეილახება.
,,ღარიბაშვილის წასვლა უფრო მძიმე დაღს დაასვამს ,,ქართული ოცნების" ისედაც შელახულ იმიჯს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის წასვლით გამოდის, რომ მთელი მმართველი გუნდი აქამდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა. ასე რომ, ეს არც ერთმა პარტიამ არ უნდა დაუშვას,"- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.