საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ს მხრიდან თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ.
კონსულტაციების მთავარ თემას თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო. მხარეებმა ასევე, 2018 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს ჩართულობას და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) დაეთმო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი და დელეგაციის სხვა წევრები.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.