პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქის მერობის კანდიდატი იურიკ უნანიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლების - ბავრის, ხოსპიოსა და დიდი ხორენიის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სასმელი და სარწყავი წყლის, გარე განათების, საბავშვო ბაღისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის, გზებისა და სოფელში არსებული ხიდის აღდგენის საკითხები დაასახელა.

შეხვედრებს ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.