თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენების განხილვას მოჰყვა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დაინტერესდნენ, რომელი კანონის თანახმად დაიხურა დღევანდელი სხდომა საზოგადოების წარმომადგენლებისა და პარლამენტარებისთვის.
უმცირესობის წევრები საკრებულოს სხდომაზე პარლამენტის დეპუტატების შეშვებას ითხოვდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, ოპოზიციონერი პარლამენტარები სხდომაზე დასწრების შემთხვევაში არეულობას გამოიწვევდნენ.
პარალელურად, საკრებულოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ ლარად თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთის გადაცემას არ დაუშვებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.