ხარაგაულის მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ ხელისუფლება ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს
10-10-2017, 18:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა კანდიდატმა ვარძიის ამომრჩეველთან გამართა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ვარძიის თემიდან მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ხიჯიკაძე წარუდგინეს.

 

 

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს ოთხწლიანი გეგმა. პირველ რიგში, ვიცით, რას აპირებს სახელმწიფო რეგიონებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. გზების მშენებლობა დაწყებულია და გაგრძელდება. აქტიურად ვმუშაობთ სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგებაზე, როგორც დაბაში, ასევე სოფლებში. მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი და გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. სახელმწიფოს მიერ შემუშავდება არაერთი პროგრამა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

 

 

მერობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეგიონებზე ზრუნავს და ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს.

 

 

„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ ვიგრძნოთ უმოკლეს დროში ის სიკეთეეები, რაც მმართველი გუნდის პრიორიტეტია. ჩვენი თხოვნაა, მხარი დაუჭიროთ გუნდს, რომელიც დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უალტერნატივოა“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი