ირაკლი კობახიძე: რეგლამენტის უხეში შეცდომაა, როცა პარლამენტის წევრი საკონტროლო-საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომას
10-10-2017, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 


მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც საკრებულოში დეპუტატების არშეშვების საკითხს მწვავე კამათი მოჰყვა, განაცხადა, რომ „რეგლამენტის უხეში შეცდომაა, როცა პარლამენტის წევრი საკონტროლო-საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომას".

 

 

„ბიუროს სხდომამდე ვესაუბრე თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას პარლამენტის წევრების არშეშვებასთან დაკავშირებით. საკითხი მათი მხრიდან განიმარტა შემდეგი სახით: მართალია, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრს შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, თუმცა, საკრებულოს ხელმძღვანელობის განმარტებით, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს კომპეტენციები არის გამიჯნული. საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის მხოლოდ ორ ფორმას - ეს არის სახელმწიფოს ზედამხედველობა და სახელმწიფო აუდიტი. მესამე არის საკრებულოს დათხოვა, რასაც კონსტიტუცია უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებს. არც ერთ სხვა ფორმას სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის, არც კონსტიტუცია, არც თვითმმართველობის ქარტია და არც თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექსს, ასევე ქარტიას და კონსტიტუციას", განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი