ბიძინა ივანიშვილი: არაფერი გარდა ჭორაობისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირგვლივ არ ხდება
30-04-2015, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები, ჩვეულებრივი მუშა პროცესია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, ორგანზიცია “მოქალაქის” და “2030”-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

 
ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რამ განაპირობა სამთავრობო ცვლილებები და ამავე დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესახებაც გააკეთა კომენტარი.  “არაფერი გარდა ჭორაობისა, ამ სამინისტროს ირგვლივ არ ხდება”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 
“ეს პროცესი პროცესებმა განაპირობა და ნორმალურია, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდა, კითხვები არ ისმის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 
მისივე თქმით, დავით შავლიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და იმიტომ ტოვებს თანამდებობას.

 
“აქ სადაა კითხვები, არ ვიცი, ინსინუაციები არ ჭირდება იმას, როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ შავლიაშვილმა 107%-ით შეასრულა გეგმა და წარმატებული მინისტრი იყო. გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, სხვა არაფერი არ არის, თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, დარეკეთ „ჯი დი ეს“-ში. მე პირადად გავუძღვები ამ კითხვებს და ჩავყვები ბოლომდე. დღეს ჭორების მეტი ამ სამინისტროს ირგვლივ არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, ნოდარ ჯავახიშვილი მთელი გუნდიდან გამორჩეულია თავისი პრინპიციპულობით.

 


„შევარდნაძის დროს ის ლამის ერთადერთი კაცი იყო, რომელიც იბრძოდა და დაიჭირა ვალუტის კურსი და საერთოდ, თავისი პრინციპულობით გამოირჩეოდა. ამიტომაც, გვაქვს საფუძველი, რომ თუკი რაიმე მოხდა, დაველოდოთ ჯავახიშვილის მუშაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი