საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას, გუშინ თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ჩვენ ყველანი ერთად გადავდგამთ იმ სწორ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანს იმ ჩაკეტილი საბედისწერო წრიდან, რომელზეც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დავდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვიღაცას თუ არ უნდა და დაინახეთ თქვენ, რაც ხდებოდა საკრებულოს წინ. მაგრამ, მინდა იცოდეთ, ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, კიდევ უფრო გავამყაროთ ის და თქვენთან ერთად დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბიძინა ივანიშვილის ხელძღვანელობით. და ეს აუცილებლად არასოდეს არავინ არ უნდა დაივიწყოს. სამწუხაროდ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ამ ადამიანების უკიდურეს უმადურობას, ამას ყველანი ერთად გადავლახავთ და არა მხოლოდ გადავლახავთ, ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისის საკრებულოსთან გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა აქციები გამართეს.
ოპოზიციამ საკრებულოს მიერ დედაქალაქში მიწის ორი ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცება გააპროტესტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.