ირაკლი კობახიძე: „გერმანიასთან ურთიერთობების გასაღრმავებლად პარლამენტი სერიოზულ ზომებს მიიღებს“
11-10-2017, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავება და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი ძალიან სერიოზულ ზომებს მიიღებს“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობთ, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის სახელით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე გააკეთა.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიხაელ როთის ვიზიტი გერმანიის მიერ საქართველოს მხარდაჭერის და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 

 

„მისი სტუმრობა არის გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის და ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება, რასაც ძალიან ვაფასებთ. 90-იან წლებში ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაუდგა მაშინ გვერდით ჩვენს ქვეყანას გერმანია. გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე აქტიური მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და ამას ქართველი ხალხი ძალიან აფასებს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის ერთ-ერთია იმ ქართველ სტუდენტებს შორის, რომელმაც ცოდნა სწორედ გერმანიაში გაიღრმავა.

 

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერა აკადემიურ სფეროში. იმ დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო განათლება გერმანიაში. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტში გვყავს არაერთი დეპუტატი, რომელიც ზუსტად ამ პროგრამების შედეგად დაეუფლა განათლებას და გაიღრმავა ცოდნა. ისინი თავისუფლად საუბრობენ გერმანულად და ეს იძლევა ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა, კავშირი და მეგობრობა გერმანიასთან. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. სამი წლის განმავლობაში მქონდა საშუალება, გერმანიაში გამეღრმავებინა განათლება, გავცნობოდი ამ ქვეყანას უფრო ახლოს და გერმანიიდან წამოვიღე დიდი სითბო და სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასეთივე განცდა აქვს თითოეულ ქართველს, რომელსაც ჰქონდა გერმანიაში ცხოვრებისა და განათლების მიღების საშუალება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიასთან ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პრიორიტეტია. მისივე თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ერთადერთი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

 

 

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მალევე, საქართველოს პარლამენტში ჩამოვაყალიბეთ გერმანიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო ერთადერთი მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც მე პირადად ვუხელმძღვანელებდი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა, არსებობს ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაც და ამის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება.

 

 

„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიპლომატიური, პოლიტიკური ურთიერთობები, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პერსპექტივა, ეს კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმაოთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მიზანში ყველა ერთიანია საქართველოში: პარლამენტში - პოზიცია და ოპოზიცია, მთავრობა, ჩვენი ხელისუფლების თითოეული შტო და ამ მიზნის მისაღწევად ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაელ როთმა, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია ევროპაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორად რჩება.

 

 

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი. მართლაც მოხიბლული ვარ შესანიშნავი მასპინძლობითა და გასაოცარი ბუნებით. მსურს, ჩემი მთავრობისა და პარლამენტის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ახლო მეგობრობისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში. მოდით, ავაშენოთ მეტი ხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობებს შორის, რომელიც საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კულტურაზე იქნება დაფუძნებული“, განაცხადა მიხაელ როთმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი