ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა, პარლამენტისგან ნდობას მიიღებს, – ამის შესახებ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მე ვფიქრობ, რომ კითხვაც არ ისმის, რომ ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. ხმების პრობლემა არ არსებობს. შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი თავად ხელისუფლებაში დაბრუნებას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამის არავითარი მიზეზი არ არის. “მე რატომ უნდა დავბრუნდე, არ ჩანს ამის არანაირი მიზეზი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.