გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყებას ეხმაურება
11-10-2017, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლითაც საქართველო პრაქტიკულად ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყება.

 


როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ახალი ამბავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

 


„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა. ეს ასევე არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და ადასტურებს ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდ ინტერესსა და საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება; ასევე - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა და ა.შ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რომ ჩვენ მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი