საქართველოს საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა იმართება. წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოში იკრიბებიან. სასულიერო პირების განცხადებით, დღის წესრიგში შეტანილი საკითხები მათთვის უცნობია.
როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, „როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა".
„ასეთ რამეს გეტყვი, რომ თქვენც არ დახარჯოთ დრო ზედმეტი. მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვდელმთავრებმაც არაფერი არ იციან. რა იქნება ალბათ შემდეგ გაიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ გამოცხადდა, დღეს მოგვიწია, ალბათ ვერც იქნება სინოდზე. როგორც ჩანს ბევრი ვერც იქნება სინოდზე. როგორც ჩანს რაღაც საგანგებო შემთხვევაა და ვნახოთ, პატრიარქი გვეტყვის", განაცხადა მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში შესვლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.