მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი, როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა, ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისი შეფასებით, პოლიციის რეაქცია მომხდართან დაკავშირებით „კანონის ფარგლებში იყო".
„მინდა ხაზი გავისვა იმ რთულ სამუშაოს და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიცია და პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა ვთვლი, რომ მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო.... ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან წინასაარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს", განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.