„ევროპული საქართველო“ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს. აღნიშნულ საკითხზე პარტიის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.
„დღეს გვინდა მივმართოთ პრემიერ მინისტრს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არსებობს კანონით ვალდებულება მთავრობის წევრების, რომ მოვიდნენ პარლამენტში - ეს არის საზოგადოების ინტერესი და არამარტო დეპუტატების ინტერესი. ამიტომ, ამ მიმართვით შევახსენებთ კიდევ ერთხელ პრემიერ მინისტრს და მთავრობას და უკვე პრემიერ მინისტრს ვიწვევთ პარლამენტში იმისათვის, რომ მოვიდეს, უმცირესობის კითხვებს გასცეს პასუხი", განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, „ყველაფერს მართავს ერთი არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობაში ყველა ანგარიშვალდებული არის მის წინაშე. ფეხებზე ჰკიდიათ პარლამენტი, კანონი, საბოლოო ჯამში, ხალხი".
„ერთი დიდი პრობლემაა, რომ ამ ხალხს არაფერი არ აქვს დამაჯერებელი სათქმელი იმ პრობლემებზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ოპონირების პროცესში მათ უჭირთ პასუხის გაცემა იმაზე, რატომ იზრდება სიღარიბე, რატომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რა სტრატეგია აქვთ ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით და ყველა მიმდინარე პრობლემაზე გამოიყურებიან უსუსურად, არადამაჯერებლად და ერთადერთი ცინიზმი აქვთ პასუხად. მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რომ ამით ისინი ახდენენ დემონსტრირებას იმ მოდელის, რა მოდელითაც იმართება ქვეყანა", განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიცია პრემიერის გარდა, პარლამენტში ამჯერად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლასაც ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.