ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად, ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ასე აფასებს თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ნარმანიას მიერ გაკეთებული საქმეები „უფრო უკეთესად გამოჩნდება, როცა ის მერი აღარ იქნება".
„მინდა დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ძალიან ბევრ შემთხვევაში კრიტიკის ქარცეცხლში, და ამ კრიტიკის მიუხედავად გასწია... ასევე იმედი მაქვს, რომ უკვე მისი შემცვლელი მერი, რომელსაც თბილისელები ნდობას გამოვუცხადებთ, ამ საქმეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაინიშნება, თუ არა თბილისის მოქმედი მერი, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე, ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.