მიხეილ ჯანელიძე: მოველით, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად
11-10-2017, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტვირთების მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს შეთანხმების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი განმარტავს, რომ საქართველო დიდი ხანია მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

 

 

„მოველით, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად.... მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ. ცალმხრივად, ამ ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ყველა მხარის სრული თავსებადობა იმ შეთანხმებასთან, რომელიც 2011 წელს გაფორმდა“, განუცხადა ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედს".

 

 

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. 

 

 

განცხადება ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ რუსეთმა შეთანხმების პირობები ცალმხრივად დაიცვას.

 

 

რუსეთსა და საქართველოს შორის აღნიშნული შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი