"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც საქართველოს პოლიტიკას თავი დაანებონ.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კამპანიის "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში ვიდეოდიალოგის ფორმატში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ისევ ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილთან, თუ ის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში კვლავს შესთავაზებს თანამშრომლობას.
"არის გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობები, ადამიანურს რომ თავი დავანებოთ, რომელიც შეიძლება ისე გატყდეს, რომ მისი აღდგენა წარმოუდგენელი იყოს. ასეთი რამე ხშირად არ ხდება, მაგრამ როდესაც ხდება, იცი, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან საერთო ბრძოლაში შესვლა აღარ მოგინდება. ბიძინა ივანიშვილი ასეთ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ფიგურას წარმოადგენს ჩემთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება საერთო მოვძებნოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რაიმე ფორმით ერთ გუნდში ყოფნა წარმოუდგენლად მიმაჩნია ისევე, როგორც ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან. სააკაშვილიც და ივანიშვილიც ჩემთვის არის წარსული, ისინი პრაქტიკულად ერთმანეთს ასულდგმულებენ, ერთმანეთისთვის არიან ახლა უკვე პოლიტიკაში და არა საქართველოს ინტერესებისთვის. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან მათი ადგილი არის წარსულში. რა თქმა უნდა, დევნაზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და მათ გარეშე სვლაც. საქართველოსთვის უკეთესი იქნება, რომ ერთმაც და მეორემაც საქართველოს პოლიტიკას დაანებონ თავი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.