პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გოჩა მელაძე ამჯერად, სოფელ დეკანაშვილების, ქედლებისა და თხილაძირის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ემზარ ჩოგაძე წარუდგინა.

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, კანდიდატმა ამომრჩეველთან ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ მოვდივართ კონკრეტული გეგმებით, რაც მთლიანობაში სოციალური, ინფრასტრუქტურული, ტურისტული და კულტურული მიმართულებებით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ განვახორციელოთ. თქვენთან ერთად, განახლებული ენერგიით გავაგრძელებთ ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბების პროცესს“, განაცხადა გოჩა მელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.