პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ზედა ვანში, ტოხვაძეებისა და აბრამიძეების უბნების ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„დიდი ხნის განმავლობაში, ამ სოფელს სკოლის შენობა არ ჰქონია, ამორტიზირებული იყო ბაგა-ბაღი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მლიანად გარემონტდა საბავშვო ბაღი და აშენდა ახალი სკოლა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა, როგორც ეს როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.
შეხვედრის ბოლოს, ალექსანდრე გოგორიშვილმა ზედა ვანის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი რობინზონ ფუტკარაძე წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.