ბათუმში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ ნურეთინ ჯანიკლის საქართველოს მიმართ თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატებში თავდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია. ამ კონტექსტში კი, მათ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც რეგიონალურ კავშირებს უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში კიდევ უფრო აძლიერებს.
„ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ურყევ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავინდებურად გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და საერთო ფასეულობების დაცვას. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დროულ იმპლემენტაციაზე გაამახვილა, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა თამაშობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს, მათ შორის სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების კუთხით. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ურთიერთობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს", ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.