კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, მესამე წელი ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო, ეს მე ვთქვი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას ეს განცხადება შეახსენეს.
"მე ოდესღაც უარი ვთქვი ამაზე, ეს არ იყო ჩემს ლექსიკაში, თუმცა ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ოდესღაც რამე თქვა. კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, რომ ეს მე ვთქვი", - უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
მისვე თქმით, ამ განცხადებაში არაფერია ისეთი, რომ თავი სამართლებელი ჰქონდეს. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველზე მზარდი რეგიონში და ევროპაშიც.
"დღესაც ლიდერები ვართ თქვენდა გასაოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება - ევროპაშიც. მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა და მაქვს ერთი რამ - ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.