საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას, აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურება. ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საუდის არაბეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა „დელტას" მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანმა გიორგი კვირიკაშვილს საუდის არაბეთის პრინცისგან მოკითხვა გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.