გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა
12-10-2017, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.

 


დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.

 


„განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი