საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. "იმედის" ცნობით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, ხუთი პაცინეტიდან, ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი, ქვედა კიდურზე სავარაუდოდ, ოპერაცია ჩაუტარდება.
შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.