საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე, ნატო-სთან თავსებადობას, ემსახურება.
„ასევე, განხილულ იქნა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და იყენებს ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
პრემიერ მინისტრმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს საქართველოს მეგობრებს", აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.