პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი კლინიკა „ავერსის“ თანამშრომლებს შეხვდა და მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის რეფორმა, საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამების ჩათვლით, ერთ-ერთი სამაგალითოა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. მოსახლეობის ხელისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში, მხოლოდ 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 7 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაზეც 1,7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა“, განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების ფარგლებში, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯები ფინანსდება, რომლითაც არაერთმა მოქალაქემ ისარგებლა.
„მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით კიდევ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება, ჩვენი ლანჩხუთისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“, განაცხადა მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.