აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია: ურთიერთთანამშრომლობითა და ერთიანი ძალებით, არსებული პრობლემების გადაწყვეტას შევძლებთ
12-10-2017, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიული სიის პირველ ნომერ მამუკა კვიტაშვილთან ერთად, შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლებს შეხვდა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა იმ მიმართულებებსა და საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება.

 


მან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა დაასახელა.

 


ლევან მაკალათიამ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს აბაშის სოფლების განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდას.

 


„ურთიერთთანამშრომლობითა და ერთიანი ძალებით, შევძლებთ, არსებული პრობლემების გადაწყვეტასა და ჩვენი რაიონის კიდევ უფრო განვითარებას. საქართველოს მთავრობა სასოფლო ბიზნესის წახალისების მიზნით, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა, მექანიზაციის პროგრამა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 


ლევან მაკალთიამ შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა დაათვალიერა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკის მდგომარეობით დაინტერესდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი