„პოზიციის“ ახალგაზრდულმა ფრთამ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო
30-04-2015, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, დემეტრე ცხვიტავა დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ და სტუდენტებს ახალი პროექტი გააცვნეს.


ორგანიზაცია, „tvfree“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით ახლი პროექტის – „ჩემი პოზიცია“ – განხორციელებას გეგმავს, რომელიც თბილისის უნივერსიტეტთა სტუდენტების წარმოჩინების და აქტივობისთვის იქნება მიზანმიმართული.


როგორც ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა დემეტრე ცხვიტავამ უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებს აუხსნა, პროექტის ფარგლებში, სტუდენტები თემას და მიმართულებას თავად აირჩევენ, და მათი წერილები თუ ნაშრომები განთავსდება ვებ-გვერდზე TVfree.ge , რის შემდეგაც მოწონების პრინციპით შეირჩევა ათი საუკეთესო თემის ავტორი, ხოლო ამ ათიდან საუკეთესო სამს გამოავლენს ჟიური.


„გამარჯვებული სტუდენტებიი გაივლიან სტაჟირებას ჩვენს ორგანიზაციაში – შემდგომში დასაქმების პერსპექტივით – და მიიღებენ მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში“, – განუცხადა სტუდენტებს დემეტრე ცხვიტავამ.


გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თექვსმეტმა სტუდენტმა სურვილი გამოხატა აღნიშნულ პროექტში ჩაერთოს.


მსგავსი შეხვედრები თბილისის სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართება და პროექტში ჩართვის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა.


„პოზიციის“ ახალგაზრდულ ფრთაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, პირუთვნელად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას და ამავე დროს საზოგადოებას დაანახვებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პოზიცია ქვეყნის სამომავლო წინსვლასა და განვითარებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი