ჩრდილოეთ კორეა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს
12-10-2017, 20:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფხენიანში მსოფლიო ატლასი გამოსცეს, სადაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კსდრ) რუსეთის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


„გამომცემლობა „სამეცნიერო ენციკლოპედიამ“ (კსდრ) მსოფლიოს ახალი პოლიტიკური ატლასი გამოსცა, სადაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფერებშია მოქცეული (გვ. 240-242). როგორც ჩვენ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განგვიმარტა, რესპუბლიკა პატივს სცემს ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს, ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, თვლის ამ შედეგებს ლეგიტიმურად და მიიჩნევს, რომ ის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია“, ნათქვამია რუსეთის საელჩოს ინფორმაციაში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


დიპლომატიურ მისიაში აღნიშნავენ, რომ „კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოფიციალურად გამოხატა თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს კენჭისყრისას, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია“. რუსეთის საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ანალოგიური სახით ეკიდებიან ფხენიანში კურილიის კუნძულების კუთვნილების საკითხსაც“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი