"მე არ გამოვრიცხავ, თავად ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონდეს სრული გარანტია, რომ შესაცვლელ პირთა სიაში ისიც არ მოხვდება"
30-04-2015, 08:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვა მინისტრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის საკითხიც დადგეს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა გაზეთ ,,რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


,,მე არ გამოვრიცხავ, თავად ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონდეს სრული გარანტია, რომ შესაცვლელ პირთა სიაში ისიც არ მოხვდება. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, მისთვის გადამწვეტი იქნება ინფორმაცია, რომელსაც ის იმ პირისგან მიიღებს, ვინც მთელ ამ პროცესს მართავს“,- მიიჩნევს ცისკარიშვილი.

 


ექსპერტს მიაჩნია, რომ მინისტრების წასვლა-არწასვლაზე ზუსტი ინფორმაცია თავად ღარიბაშვილსაც არ გააჩნია და ამ პროცესებს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი კურირებს.

 


,,ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა მინისტრების წასვლა-არწასვლაზე ზუსტად არც არაფერი იცის, რადგანაც ის თავის ქმედებაში დამოუკიდებელი არასდროს არის. ვინც შეიძლება ამომწურავი და ზუსტი პასუხი საზოგადოებასა და ჟურნალისტებს გასცეს, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილით ხდება მინისტრების თანამდებობებიდან გადაყენება. მის გარეშე მთავრობაში გადაწყვეტილებას არავინ იღებს" - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი