„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია მათი დასკვნების სწორად ციტირება“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
„აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები. საუბარი იყო ევროკავშირსა და ვენეციის კომისიაზე. ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. ეს არის ევროკავშირის დასკვნა, რომელიც არასწორად იყო ციტირებული და საუბარია, ასევე, ვენეციის კომისიაზე. ამიტომ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია, მათი დასკვნების სწორად ციტირება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის თქმითაც, პარლამენტის წევრები დასმულ შეკითხვებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხებს ვერ იღებენ.
„სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც, ბუნებრივია, არის სამწუხარო პრაქტიკა“, დასძინა კობახიძემ.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.