თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ 116 კაცი და თქვენ 21, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას შეთავაზებას პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შესახებ.
გიგა ბოკერიამ აღნიშნული შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე გააკეთა.
„გთავაზობთ ერთგვარ პროცედურულ ჟეტს. დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და ინიცირება მოახდინეთ იმის, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ეგეთი ვარიანტი? ხომ გაქვთ უმრავლესობა," განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.