დიახ, თუ ეს ასე მოხდა, და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე "ჩანაცვლდა" რესპუბლიკელი თინა ხიდაშელით, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის "დაკარგული პოზიცია დაიბრუნეს"! გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის სიახლე არ გახლავთ ის, რომ ამ რამდენიმე თვის წინ, ირაკლი ალასანიას ნაცვლად თავდაცვის მინისტრად მინდია ჯანელიძის დანიშვნას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში "მოწონებით არ შეხვდნენ", რადგანაც ალასანია ამერიკელების "სრულ ნდობას" იმსახურებდა, განსხვავებით ჯანელიძისაგან! თუ რატომ "არ ენდობიან" ჯანელიძეს, მე ნამდვილად არ ვიცი... ეტყობა, ამ ორიოდე დღის წინ, აშშ–ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი "ტყუილად" არ სტუმრობდა ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის ბიზნესცენტრში! ასეა, "მეგობრულ რეკომენდაციებს გარკვეული ფასი აქვთ"!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.