„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. საქართველოში მუდმივად პრობლემა იყო კონსტიტუციის გაუმართაობა. მოქმედ კონსტიტუციაზეც ეს შეიძლება ითქვას. ჩვენ ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით, რომლითაც, როგორც ვენეციის კომისიამ და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, ყალიბდება ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა“, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება".
„ეს იყო ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან და ჩვენ ეს დანაპირები პირნათლად შევასრულეთ. ჩვენ ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
როგორც კი მოეწერება ხელი დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში. ეს მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.