პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე მახუნცეთის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ თავდგირიძესთან ერთად, ქვედა მახუნცეთის, ქოსოფლის, ნამლისევის, მილისისა და უჩხითის მოსახლეობას შეხვდა.
„ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანია. ამ მხრივ და ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, გახორციელდება სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ასევე, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობაც“, - აღნიშნა ლევან გორგილაძემ, როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობებს, და მაგალითად სოფლებში ლოჯისტიკური ცენტრების პროექტი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, ფერმერთა კომფორტული მომსახურების სერვისს მნიშვნელოვნად გაზრდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.