„როდესაც ვუსმენდი ოპოზიციის, მათ შორის, პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოსვლებს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ ან არ აქვთ წაკითხული დოკუმენტი, ან საერთოდ სხვა დოკუმენტი აქვთ წაკითხული“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მისი თქმით, ახალ დოკუმენტში არც ერთი მუხლი არ არის, რომლითაც მმართველი პარტია სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს იუმჯობესებს და საკონსტიტუციო ცვლილებებით, სრულიად ახალი საკონსტიტუციო ტრადიცია და კულტურა ინერგება.
„რამდენჯერმე ვთხოვეთ ოპოზიციას, მათ შორის, პრეზიდენტს, ასეთი მუხლის დასახელება, თუმცა, მათ ვერც ერთხელ ვერ დაასახელეს ვერ ცერთი ასეთი მუხლი. ასეთი მუხლი უბრალოდ არ არსებობს. გახსოვთ, 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, გასული წლების განმავლობაში. ყველა მათგანი, თითოეული მათგანი ემსახურებოდა მაშინდელი პოლიტიკური ძალის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. ჩვენ ამ ცვლილებებით ვნერგავთ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას და სრულიად ახალ საკონსტიტუციო კულტურას, რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლილებები შედის არა მმართველი პარტიის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად, არამედ პირიქით. პირველად ხდება საქართველოში ის, რომ შედის ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.