ვაზიანის პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შეტევითი ოპერაცია შეასრულეს. მათ მიზანს მოწინააღმდეგის განადგურებით ობიექტის დაპყრობა წარმოადგენდა.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი, შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. გენერლებმა სპეციალურ ბრიფინგზე „ქარიშხალი 2017“-ის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებულ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით - „ქარიშხალი 2017“-ში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
სამდღიანი სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლნენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.