პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბნის უბნებში იმყოფებოდა. როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, რამაზ ბუდაღაშვილმა თითოეულ უბანს საარჩევნო პროგრამა გააცნო და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. მათ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შედარებით ადრე, რამაზ ბუდაღაშვილი ესტუმრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვიშიანს, სააკაძეს, ვაზიანსა და მუხროვანს.

რამაზ ბუდაღაშვილმა თითოეულ სოფელში ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. „ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.