პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, იოსებ ქარუმაშვილი ამჯერად, სოფელ ახშნისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, მოუწესრიგებელ შიდა და სოფლამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და სასმელი წყლის პრობლემებს უკავშირდება.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის და ზოგადად, კახეთის რეგიონის სოფლები ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მთავარი მათგანი, უმუშევრობაა.
„ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რეგიონების ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გქონდეთ მუდმივი შემოსავალი და გავზარდოთ რეგიონის, მუნიციპალიტეტისა თუ სოფლების კონკურენტუნარიანობა. ვერცერთი სფერო, ეს იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა თუ სხვა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, განვლილ ოთხ წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა. მოწესრიგდა გზები, მოხდა სოფლების გაზიფიცირება, გარემონტდა ბაღები და სკოლები. აღნიშნული პროცესი არ შენელდება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, სულ მალე, არცერთი სოფელი დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
„ვიზრუნებთ, რომ აღარ გქონდეთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. გაუმჯობესდება პირობები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და რაც მთავარია, ხელს შევუწყობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომ რეალიზებულნი იყვნენ“, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.