პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან - რუსლან გაჯიევთან და თამაზ ნავერიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, თემურ აბაზოვმმა სპორტის წარმომადგენლებთან იმ საკითხებზე და გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ამ სფეროში აპირებს.
„ჩემთვის სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მარნეულელ მოსახლეობას ვპირდები, რომ სპორტი ყველა ოჯახისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.