ხულოს მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება
13-10-2017, 20:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, სოფელ გორგაძეებში საუბარი შეეხო შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს. სოფელ თაგოში გოჩა მელაძემ აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გააკეთა.

 

 

კანდიდატმა ამომრჩეველთან ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი ოთხი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

 

 

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. როგორც ვიცით, თაგოს საბაგირო გზა, სიმაღლის და სიგრძის პარამეტრების მიხედვით, მეორე ადგილზეა ევროპაში და ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია ტურისტებისთვის. ამდენად, მისი ინფრასტრუქტურის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ და მომავალშიც ბევრი რამის გაკეთებაა დაგეგმილი. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც თაგოში, ისე მთლიანად მუნიციპალიტეტში საოჯახო ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა გოჩა მელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი